ZT Four - шаблон joomla Продвижение

(+ 995 32) 252 55 13

იცეკვეთ ჩვენთან ერთად! დაგვიკავშირედით ნომერზე 593 306566 ან გამოგვიგზავნეთ მაილი This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. -ზე

ცეკვა გაძლევთ საშუალებას იყოთ მუდამ ფორმაში და პოზიტიურ განწყობაზე. თქვენ გამოიმუშავებთ მოძრაობების კოორდინაციას, ჯგუფური დადგმები კი განავითარებს ფოკუსს, გუნდში ცეკვაზე მუშაობის უნარს და დისციპლინას. მხიარული მუსიკა აუცილებლად მოგიყვანთ ცეკვის ხასიათზე. ჩვენთან არის მეგობრული გარემო, თქვენ აუცილებლად შეიძენთ ახალ მეგობრებს და ასევე კარგად გაატარებთ დროს ჩვენს შიდა ღონისძიებებზე და დღესასწაულებზე.

ჩვენ ვთავაზობთ ცეკვის და პლასტიკის გაკვეთილებს 4 წლის ასაკიდან, უფროსების ანუ მოყვარულების ასაკი არ არის შეზღუდული.

 

........................................................................................................................................................................................

ჯგუფების აღწერა:

........................................................................................................................................................................................

 

სამეჯლისო ცეკვა

ბავშვები შეისწავლიან სამეჯლისო ცეკვების პროგრამას, მიიღებენ მონაწილეობას კონკურსებსა და კონცერტებში. ბავშვების მიღება მიმდინარეობს 4 წლის ასაკიდან.

პლასტიკა

პროგრამა შედგენილია ტანვარჯიშის და ქორეორაფიის ელემენტებით, გამოიმუშავებს იმ კუნთებს რომელიც საჭიროა ფიზიკური ფორმისათვის და ასევე ცეკვის დროს სწორი დგომისთვის. სპეციალური ვარჯიშები ანვითარებს ხელების პლასტიკას, ტერფის სწორ მუშაობას და სხვა ძირითად ასპექტებს, რომლებიც აუცილებელია ლამაზი მოძრაობისათვის.

სამეჯლისო და სოციალური ცეკვა მოყვარულთათვის

სამეჯლისო და კლუბური ცეკვების პროგრამა ყველა ასაკის მსურველებისათვის. პროგრმაშია სამეჯლისო ცეკვების, სოლო კომპოზიციები ქალბატონებისათვის. სოციალური ცეკვებიდან შემოგთავაზებთ სალსას და ბაჩატას ვარიაციებს, და ასევე კუბური რუედე ჩა-ჩა-ს. პროგრამა შეიცავს ლათინო-ფიტნესის რაზმინკას, კარგია გასახდომადაც.

ვივა ლათინა-ს ანსამბლი

იმათთვის ვისაც აქვს მინიმუმ 1 წლიანი საცეკვაო გამოცდილება. თუ გიყვართ ცეკვა და გამოსვლები, მაშინ ეს შენია! თქვენ მიიღებთ მონაწილეობას სხვადასვა კონცერტებში და ფესტივალებში.